Thursday, May 24, 2012

linux links

"links" ამ ბრძანების ჩაწერის შემთხვევაში გადავდივართ "browser" ში რომელიც არის შექმნილი სპეციალურად ტერმინალიდან სამუშაოდ  და არ საჭიროებს გრაფიკულში გადასვლას, ეს ბრძანება ძირითადად მუშაობს იმ საიტებზე რომლის სკრიპტებიც იწერება html ში.

linux "echo"

linux_ში echo "ექო" იგივეა რაც ცხოვრებაში რასაც ჩასძახებ იმას ამოგძახებს,მაგალითად თუ ჩვენ დავწერთ ტერმინალში echo "saqartvelo" ეკრანზე გამოიტანს saqartvelo_ს "აქსიომა" დაიმახსოვრეთ echo_ს შემდეგ აუცილებლად იხმარეთ "ორი ბრჭყალი" მიმდინარე ბრძანება ასევე შესაძლებელია გამოვიყენოთ შემდეგი საქმისთვის მაგალითად echo_ ს დახმარებით შევქმნათ ფაილი სადაც დაიწერება სასურველი სიტყვა:
echo "lamazi saqartvelo" > /qveyana ამ ბრძანების დაწერის შემდეგ სიმბოლო > ქმნის ფაილს /qveyana და მასში ჩაწერა ჩვენს მიერ მითითებული სიტყვა "lamazi qveyana" ამრიგად თავისუფლად  შეძლებთ   echo_ ს დახმარებით ზედმეტი ბრძანებების გარეშე ფაილის შექმნას სადაც ჩაწერთ იმას რაც გაგეხარდებათ, დაიმახსოვრეთ თუ ფაილში ხელმეორედ ჩასაწერად გამოიყენებთ ამ > სიმბოლოს წინა ჩაწერილი სიტყვა წაიშლება და ახალს გადააწერს ზემოდან , ეს რომ ავიცილოთ თავიდან აუცილებლად უნდა დავუწეროთ
>> ორი სიმბოლო რათა დაამატოს და არ გადააწეროს, მაგალითად:
echo "saqartvelos kutxeebi" >> /qveyana ჩვენ ამრიგად  "saqartvelos kutxeebi" დავამამატეთ  /qveyana ფაილში,დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ man echo.

Thursday, May 10, 2012

linux archive command

მოგეხსენებათ linux_ში ფაილის ან ფოლდერის არქივირებისთვის არ გვჭირდება დამატებითი პროგრამების დაყენება როგორც ამას ვაკეთებთ windows_ში, იმისათვის რომ  linux_ში შევძლოთ სასურველი ფაილის არქივირება საჭიროა გამოვიყენოთ შემდეგი ბრძანება:   tar cvf
ამის შემდეგ ვუთითებთ ადგილს სადაც უნდა დავაარქივოთ და შემდეგ იმ ადგილს საიდანაც ვაარქივებთ (  destination folder and file name then source  ) მაგალითი:   tar cvf /root/saxluka.tar /home ამ ბრძანებით ჩვენ /home დავაარქივეთ შემდეგ მისამართზე /root ხოლო /home ს სახელი შევუცვალეთ და ქვია saxluka.tar "/root/saxluka.tar" 
ამის შემდეგ თუ ჩვენ გვინდა ფაილის ამოექსტრაქტება "  extraction" უნდა გამოვიყენოთ შემდეგი ბრძანება :  tar xvf არქივირების მსგავსად აქაც ვიყენებთ იგივე თანმიმდევრობას ანუ ჯერ ვუთითებთ დანიშნულების ადგილს ხოლო შემდგომ საწყის ადგილს ( destination source ) მაგალითად:   tar xvf /home /root/saxluka.tar
ფაილის კომპრესირება : gzip -9 source -9 არის ერთგვარი არქივირების დონე ის განსაზღვრავს თუ რამდენად უნდა მოახდინოს კომპრესაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ -1 
კომპრესაციის მოხსნა : gzip -d source
ფაილის ამოღება არქივიდან :
tar xvf /source -C /destination
დარქივება კომპრესიით :
tar cvfz /des /sr
ფაილის ექსტრაკტირება :
tar xvfz sourc
თუ გსურთ დამატებითი ინფორმაცია მიიღოთ tar თან დაკავშირებით ნახეთ man tar

linux manuals

თუგსურთ გაიგოთ თუ რა ბრძანებას რა ფუნქცია აქვს სხვადასხვა "გასაღებებთან" მაშინ უბრალოდ სასურველ ბრძანებას მიუწერეთ წინ man მაგალითად: man shutdown რის შემდეგაც თქვენ დაინახავთ  shutdown თან მორგებულ უამრავ "გასაღებს" რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი ფუნქცია მაგალითად:
shutdown -h now "turn off"
shutdown -r now "restart" 

linux software-packet tracer

ვისაც გსურთ linux_ში packet tracer ის დაყენება ამისათვის უბრალოდ უნდა გადმოწეროთ packet tracer.rpm ფორმატით და დააყენოთ, ყენდება  ადვილად არანაირი ზედმეტი ჩარევის და ბრძანებების ხელით გაწერას არ საჭიროებს.

Wednesday, May 9, 2012

linux commands

ამ პოსტში ნაჩვენებია ჩემს მიერ linux_ში გავლილი ბრძანებები რომელიც გადმოცემულია არასრული სახით კონკრეტულად კი მითითებული არ არის ბრძანებების "გასაღებები"
რომლითაც ვასრულებთ სხვადასხვა ოპერაციებს, იმისათვის რომ ნახოთ თითოეულ ბრძანებასთან რა "გასაღები" რას ასრულებს ამისათვის ნახეთ კონკრეტული ბრძანების მანუალი "man".

ls --- გვაჩვენებს დირექტორიაში არსებულ ფაილებს ან ფოლდერებს.
cd --- დირექტორიის შეცვლა (მოძრაობა)
mkdir ---ფოლდერის შექმნა
cp --- ფაილების ან ფოლდერების კოპირება, 
mv --- ფაილის ან ფოლდერის ამოჭრა და სხვა მისამართზე გადატანა
rm --- ფოლდერის ან ფაილის წაშლა
vi --- ტექსტური რედაქტორი
setup--- ქსელური ბარათის კონფიგურაცია
who ---გვაჩვენებს თუ რომელი მომხმარებლები იმყოფებიან სისტემაში
who am i ---გვაჩვენებს თუ რომელი მომხმარებლით ვართ შესულები
pwd ---ეკრანზე გამოაქ მიმდინარე ფოლდერის სრული მისამართი
date ---ეკრანზე გამოაქ თარიღი და დრო
telnet ---დისტანციური მიერთება
ssh ---დისტანციური მიერთება დაცული კრიპტით
talk ---კომუნიკაციის საშუალება "chat"
write ---დისტანციური მიერთებისას კომუნიკაციის საშუალება
wall ---შეტყობინების დატოვება
useradd ---იუზერის დამატება
groupadd ---ჯგუფის დამატება
userdel ---იუზერის წაშლა

groupdel---ჯგუფის წაშლა
chown---მფლობელის მინიჭება
chmod---ფერმიშენის დადება
echo---"ექო" ცჰვენს მიერ დაწერილი ტექსტი გამოაქ ეკრანზე